Integra-მ წარმატებით დაასრულა პროექტი საქართველოს სამშენებლო სექტორის ლიდერისთვის — კომპანია Anagi-სთვის. პროექტის ფარგლებში, დეველოპერის ორი საკვანძო სივრცე — თბილისის სათაო ოფისი და ბათუმის ფილიალი — HP Poly-ის უმაღლესი კლასის ვიდეოსაკონფერენციო სისტემებით აღიჭურვა.
მთავარი გამოწვევა და გადაწყვეტილება დიდი სივრცეებისთვის
საინჟინრო და არქიტექტურული თათბირები დიდ სივრცეებს და ეკრანზე რთული ნახაზების (BIM/MEP მოდელების) უნაკლო ჩვენებას მოითხოვს. თუმცა, პროექტის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა არა უბრალოდ ახალი ტექნიკის მონტაჟი, არამედ მისი სრული ინტეგრაცია Anagi-ს უკვე არსებულ სისტემებთან და შიდა ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან.
Integra-ს საინჟინრო გუნდმა ეს რთული ამოცანა წარმატებით გადაჭრა — ახალი და ძველი პლატფორმები ერთმანეთს შეუფერხებლად დაუკავშირდა.
სათათბირო ოთახებში ძირითადი აქცენტი ორ კომპონენტზე გაკეთდა:
ჭკვიანი სისტემა (All-In-One):დამონტაჟებული მოწყობილობები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით თავად რეაგირებენ შეხვედრის დინამიკაზე — ავტომატურად აკეთებენ მოსაუბრის ფოკუსირებას (Speaker Tracking) და გადმოსცემენ უმაღლესი გარჩევადობის გამოსახულებას. სპეციალური სენსორული კონტროლერები კი მართვას მაქსიმალურად ამარტივებს.
ხმის სრული აკუსტიკური დაფარვა: ვინაიდან შეხვედრები მასშტაბურ სათათბირო ოთახებში მიმდინარეობს, სისტემები დაკომპლექტდა დამატებითი მაგიდის მიკროფონებით. ეს გარანტიაა იმისა, რომ დარბაზის ნებისმიერ წერტილში მჯდომი თანამშრომლის ხმა მეორე მხარეს იდეალური სიზუსტით, ექოსა და ფონური ხმაურის გარეშე ისმის.
1. სრული თავსებადობა: სისტემები შეუფერხებლად მუშაობს ნებისმიერ თანამედროვე პლატფორმაზე (Microsoft Teams, Zoom და ა.შ.), რაც გუნდებს საშუალებას აძლევს წამებში დაუკავშირდნენ როგორც რეგიონალურ ფილიალებს, ისე პარტნიორებს.
2. ფოკუსი საქმეზე: აპარატურის ავტომატიზაციისა და არსებულ ეკოსისტემასთან უნაკლო ინტეგრაციის წყალობით, არქიტექტორები და მენეჯერები დროს არ კარგავენ პულტების მართვაზე და კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ პროექტებზე.