კავკასიის უნივერსიტეტში „5G და ახალი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026“ გაიმართა

კავკასიის უნივერსიტეტში „5G და ახალი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026“ გაიმართა

კავკასიის უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — SECURE — ფარგლებში გაიმართა „5G და ახალი თაობის ქსელების კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი 2026“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია (SCSA), ხოლო Integra ჰაკათონის პარტნიორი იყო. აღნიშნული ღონისძიება უკვე მესამე ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც SCSA-სა და Integra-ს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავს საქართველოში კიბერუსაფრთხოების პრაქტიკული ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტალანტების აღმოჩენას და პროფესიული უნარების გაძლიერებას.

ჰაკათონში მონაწილეობა მიიღო 60-მდე დაინტერესებულმა პირმა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურიდან, ასევე საგანმანათლებლო სექტორიდან.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა შეასრულეს სპეციალურად ამ ჰაკათონისთვის შექმნილი CTF დავალებები, რომლებიც ორიენტირებული იყო პრაქტიკული ცოდნის, ტექნიკური უნარებისა და რეალურ კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე მუშაობის შესაძლებლობის გამოვლენაზე.

შეჯიბრების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული — „საქართველოს საუკეთესო ჰაკერი 2026“ გიორგი გელაშვილი, რომელსაც პარტნიორი კომპანიის, MSI-ისგან, გადაეცა Gaming Laptop. ასევე, სხვა მონაწილეებს გადაეცათ MSI-ის სიმბოლური პრიზები და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ჰაკათონის პარტნიორები იყვნენ Abris Distribution, ERC Distribution, MSI, Fortinet და Integra.

Integra-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებას, პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას და პროფესიული საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში. SCSA-სთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი პარტნიორობის ნაწილია.