fbpx
Search
Close this search box.

მემორანდუმი ინტეგრას  და ააიპ  სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციას შორის.

მემორანდუმი ინტეგრას  და ააიპ  სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციას შორის.

2024 წლის 27 თებერვალს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია ინტეგრას და ააიპ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციას შორის. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო ციფრული ტექნოლოგიური კულტურის განვითარებას.

ამ მემორანდუმის საფუძველზე კომპანიები ითანამშრომლებენ ერთობლივ კომერციულ პროექტებში, რაც ითვალისწინებს ორგანიზაციების ბიზნეს პროცესების უწყვეტობის მართვას უახლესი IT ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების დაცვითი მექანიზმების გამოყენებით. მხარეები ასევე ჩაატარებენ სხვა აქტივობებს, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ააიპ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტმა მაქსიმ იავიჩმა და კომპანია ინტეგრას დირექტორმა იგორ დოლოტოვსკიმ.

en_USEnglish