„ინტეგრა“ წარმატებით თანამშრომლობს და ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას სახელმწიფო სამსახურებთან, საზოგადო და სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, საფინანსო სექტორთან. საყოველთაოდ ცხადია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული სეგმენტისთვის უსაფრთხოების დაცვის საკითხი ნებისმიერი მიმართულებით, რომელშიც აღნიშნული სამსახურები მუშაობენ. დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება და უსაფრთხოდ შენახვა, კიბერთავდასხმებისგან დაცვა – ყველაზე პრიორიტეტული საკითხებია, რომელთა გადაწყვეტა უახლესი ტექნოლოგიური მიდგომების დანერგვით სრულდება ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტების მიერ. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ვიდეო სათვალთვალო, შეღწევის და უსაფრთხოების დაცვის სხვა სისტემების უწყვეტ რეჟიმში შეუფერხებელ მუშაობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტა ამ მიმართულებით:
მაღალეფექტური მონაცემთა ცენტრები და გადაწყვეტები — ჰიპერკონვერგენციული ინფრასტრუქტურა, სერვერები, საცავები, ვირტუალიზაცია;
კრიტიკული მნიშვნელობის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები — მაღალი გარჩევადობისა და გამძლეობის ვიდეო-კამერები cctv, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
უსაფრთხოების სისტემები — თერმული და ინფრაწითელი კამერები, მაღალი გამძლეობის გარე კამერები, ვიდეომენეჯმენტი და სახის ამოცნობის გადაწყვეტები; შეღწევის და სახანძრო სიგნალიზაცია, წვდომის კონტროლი, მასობრივი საჯარო აუდიო სისტემები;
უსაფრთხოების სისტემების მართვა — ვიდეო მეთვალყურეობის პროგრამული უზრუნველყოფა, ფიზიკური უსაფრთხოების ინფორმაციული მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, ინციდენტების მართვა.