Firewall-ის არჩევისას ბევრი კომპანია ინსტინქტურად მიდის ცნობილი, ძვირადღირებული ბრენდისკენ — უბრალოდ იმიტომ, რომ ეს სახელი უკვე კარგად არის ცნობილი ბაზარზე. მაგრამ ხშირად კარგი დაცვის მისაღებად საჭირო არაა ყველაზე ძვირი გადაწყვეტილების არჩევა — არსებობს ალტერნატივა, რომელიც იმავე დონის უსაფრთხოებას გთავაზობთ, მაგრამ გაცილებით გონივრულ ბიუჯეტში.
Barracuda CloudGen Firewall სწორედ ასეთი გადაწყვეტილებაა. აი, რატომ ღირს მისი განხილვა:
- ფართო ფუნქციონალი ერთ გადაწყვეტილებაში
NGFW, IPS, VPN, ვებ-ფილტრაცია, დაცვა APT-საგან და sandboxing — ეს ყველაფერი შედის ერთიან გადაწყვეტილებაში, რაც ამარტივებს დაგეგმვას და გამჭვირვალეს ხდის ბიუჯეტს. - გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ლიცენზირება
ერთი Energize Updates სააბონენტო გეგმა ფარავს დაცვის ფუნქციების უმეტესობას, რაც ამარტივებს გეგმვას და ბიუჯეტირებას. - საკუთრების ჯამური ღირებულება (TCO) დაბალია
ნაკლები საწყისი ინვესტიცია აპარატურაში და მარტივი ლიცენზირება — ჯამში 3-5 წლის ექსპლუატაციაზე ბიუჯეტის ეკონომია საგრძნობია. - მოსახერხებელი და ინტუიციური მართვა
Barracuda Cloud Control / Firewall Control Center შექმნილია ისე, რომ მასთან კომფორტულად იმუშაოს საშუალო დონის IT-სპეციალისტმაც, ღრმა ტექნიკური სპეციალიზაციის გარეშე. - საიმედო დაცვა, გონივრულ ფასად
გადაწყვეტილება ფარავს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ამოცანებს — პერიმეტრის დაცვას, ტრაფიკის დაშიფვრას და დაცვას თანამედროვე საფრთხეებისგან — მაღალი ხარისხის დონეზე, კონკურენტულ ფასად.
დასკვნა: თუ ეძებთ დაცვისა და ბიუჯეტის ბალანსირებულ გადაწყვეტილებას — Barracuda ღირს განხილვად ვარიანტების სიაში.
გსურთ გაიგოთ, რომელი Barracuda მოდელი მოერგება თქვენს ინფრასტრუქტურას? მოგვწერეთ — შევარჩევთ და გამოვთვლით კონფიგურაციას. info@integra.ge