5 მიზეზი, რატომ ღირს Barracuda-ს განხილვა firewall-ის არჩევისას

5 მიზეზი, რატომ ღირს Barracuda-ს განხილვა firewall-ის არჩევისას

Firewall-ის არჩევისას ბევრი კომპანია ინსტინქტურად მიდის ცნობილი, ძვირადღირებული ბრენდისკენ — უბრალოდ იმიტომ, რომ ეს სახელი უკვე კარგად არის ცნობილი ბაზარზე. მაგრამ ხშირად კარგი დაცვის მისაღებად საჭირო არაა ყველაზე ძვირი გადაწყვეტილების არჩევა — არსებობს ალტერნატივა, რომელიც იმავე დონის უსაფრთხოებას გთავაზობთ, მაგრამ გაცილებით გონივრულ ბიუჯეტში.

Barracuda CloudGen Firewall სწორედ ასეთი გადაწყვეტილებაა. აი, რატომ ღირს მისი განხილვა:

  1. ფართო ფუნქციონალი ერთ გადაწყვეტილებაში
    NGFW, IPS, VPN, ვებ-ფილტრაცია, დაცვა APT-საგან და sandboxing — ეს ყველაფერი შედის ერთიან გადაწყვეტილებაში, რაც ამარტივებს დაგეგმვას და გამჭვირვალეს ხდის ბიუჯეტს.
  2. გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ლიცენზირება
    ერთი Energize Updates სააბონენტო გეგმა ფარავს დაცვის ფუნქციების უმეტესობას, რაც ამარტივებს გეგმვას და ბიუჯეტირებას.
  3. საკუთრების ჯამური ღირებულება (TCO) დაბალია
    ნაკლები საწყისი ინვესტიცია აპარატურაში და მარტივი ლიცენზირება — ჯამში 3-5 წლის ექსპლუატაციაზე ბიუჯეტის ეკონომია საგრძნობია.
  4. მოსახერხებელი და ინტუიციური მართვა
    Barracuda Cloud Control / Firewall Control Center შექმნილია ისე, რომ მასთან კომფორტულად იმუშაოს საშუალო დონის IT-სპეციალისტმაც, ღრმა ტექნიკური სპეციალიზაციის გარეშე.
  5. საიმედო დაცვა, გონივრულ ფასად
    გადაწყვეტილება ფარავს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ამოცანებს — პერიმეტრის დაცვას, ტრაფიკის დაშიფვრას და დაცვას თანამედროვე საფრთხეებისგან — მაღალი ხარისხის დონეზე, კონკურენტულ ფასად.


დასკვნა: თუ ეძებთ დაცვისა და ბიუჯეტის ბალანსირებულ გადაწყვეტილებას — Barracuda ღირს განხილვად ვარიანტების სიაში.

გსურთ გაიგოთ, რომელი Barracuda მოდელი მოერგება თქვენს ინფრასტრუქტურას? მოგვწერეთ — შევარჩევთ და გამოვთვლით კონფიგურაციას. info@integra.ge