fbpx
Search
Close this search box.

ჩვენ შესახებ

1

შპს “ინტეგრა” დაარსდა 2015 წელს IT პროფესიონალების მიერ და ორიენტირებულია ბიზნეს პრობლემების ციფრულ გადაწყვეტილებაში ტრანფორმაციაზე. ჩვენი მიზანია მომხმარებელთა განვითარება ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით. კომპანიის საქმიანობის მთავარი სფეროები მოიცავენ კომპიუტერულ ინფრასტრუქტურას, ქსელისა და მონაცემთა უსაფრთხოებას, ვიდეო მონიტორინგს და ანალიტიკას. IT  სერვისებში, დიზაინში და ინფრასტრუქტურულ მენეჯმენტში 15 წლიანი გამოცდილების საფუძველზე ინტეგრა გაგიძღვებათ ორგანიზაციის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ყველა ეტაპზე.

მისია


ჩვენი მისიაა თანამედროვე და თქვენ ფინანსებზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოწოდება, რომელიც ააჩქარებს ორგანიზაციის მუშაობას და ამავდროულად გააადვილებს ხელმისაწვდომობას და მენეჯმენტს. ჩვენ გვსურს მოგცეთ თქვენი ბიზნესის სრული კონტროლისა და უსაფრთხოების შეგრძნება.

 

ფასეულობები

ხარისხი, სრულყოფილება, ხარჯების ეფექტურობა არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული, ჩვენ ვაფასებთ პარტნიორთა ბიზნეს მიზნებს და ვუძღვნით ჩვენს პროფესიონალურ უნარებს, დროსა და გამოცდილებას, საუკეთესო შედეგების მისაღწევად

ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია უარი ვთქვათ ათასობით პროექტზე, რათა რეალურად შევძლოთ ფოკუსირება იმ რამდენიმე პროექტზე, რაც ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი და აზრიანია. ჩვენ ვავითარებთ ორგანიზაციებს, უახლესი IT ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით, რომლებიც ეხმარებიან მომხმარებელს საოპერაციო ხარჯების შემცირებაში ზრდად წარმადობასთან ერთად. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ბიზნესს შევუქმნათ გრძელვადიანი, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული გარემო.

ka_GEGeorgian