თანამედროვე სწრაფად ცვალებად ციფრულ სამყაროში IT ტექნოლოგიები ბიზნესის ყველა სექტორისთვის არსებით მნიშვნელობას იძენს. ბიზნესის უსაფრთხო საქმიანობისთვის, პროცესების უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობას თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის გამართულად მოწყობა უზრუნველყოფს. ნებისმიერი ზომის და ფორმატის საოფისე და სამეწარმეო საქმიანობა ყოველდღიურად საჭიროებს IT ტექნოლოგიებთან მჭიდრო ურთიერთობას. პროცესების ავტომატიზაცია, ოპტიმალური გადაწყვეტები ნაკლები დანახარჯების ფონზე, მიიღწევა ჩვენ მიერ შემოთავაზებული ციფრული კომუნიკაციის და უსაფრთხოების სისტემებით და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე მიდგომების გამოყენებით:
კიბერუსაფრთხოება — ქსელური უსაფრთხოება – NGFW, შეღწევადობის ტესტირება, უსაფრთხოების აუდიტი, ელ-ფოსტის უსაფრთხოება, მრავალდონიანი ავთენტიფიკაცია;
ციფრული კომუნიკაციის გადაწყვეტები — IP ტელეფონია, ვებ და აუდიო-ვიდეო კონფერენციები, ტელედასწრება;
უსაფრთხოების სისტემები — ვიდეო სათვალთვალო სისტემები, შეღწევის და სახანძრო სიგნალიზაცია, წვდომის კონტროლი, მასობრივი საჯარო აუდიო სისტემები;
უსაფრთხოების სისტემების მართვა — ვიდეო მეთვალყურეობის პროგრამული უზრუნველყოფა, ფიზიკური უსაფრთხოების ინფორმაციული მართვა, ინციდენტების მართვა.
„ინტეგრა“ წლების მანძილზე წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კვლავ განაგრძობს აქტიურ მხარდაჭერას მაღალხარისხოვანი და ეფექტური ტექნოლოგიების შეთავაზებით.