HPE Cray GX5000 — ახალი თაობის სუპერკომპიუტინგი AI-ის ეპოქისთვის

HPE Cray GX5000 — ახალი თაობის სუპერკომპიუტინგი AI-ის ეპოქისთვის

HPE Cray GX5000 — ახალი თაობის სუპერკომპიუტინგი AI-ის ეპოქისთვის
Hewlett Packard Enterprise (HPE) აგრძელებს მაღალი წარმადობის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარებას და წარადგინა HPE Cray Supercomputing GX5000 — ახალი თაობის პლატფორმა, რომელიც აღჭურვილია 6th Gen AMD EPYC პროცესორებით და შექმნილია AI, HPC და სამეცნიერო გამოთვლების მზარდი მოთხოვნებისთვის.

ახალი GX5000 ერთ rack-ში უზრუნველყოფს 40%-ით მეტ core density-ს, ხოლო წინა თაობასთან შედარებით მონაცემთა ცენტრში საჭირო სივრცეს 25%-ით ამცირებს.

პლატფორმა იყენებს HPE-ის ახალი თაობის direct liquid cooling ტექნოლოგიას და აერთიანებს CPU-ებს, accelerators-ს, storage-ს, networking-სა და software-ს ერთ სრულად ინტეგრირებულ სისტემაში.
HPE Cray GX5000 შექმნილია ისეთი დატვირთვებისთვის, სადაც მაღალი წარმადობის გამოთვლები და Artificial Intelligence ერთიან ინფრასტრუქტურაში მუშაობს — მათ შორის მოდელირება, სიმულაცია, AI მოდელების განვითარება და სწავლება, კლიმატის პროგნოზირება, ახალი მასალების კვლევა და სხვა სამეცნიერო და ტექნოლოგიური ამოცანები.

ამასთან ერთად, HPE აფართოებს HPE ProLiant სერვერების პორტფელს ახალი AMD EPYC 9006 Series პროცესორებით, რომლებიც გათვლილია როგორც მაღალი დატვირთვის enterprise გარემოზე, ისე თანამედროვე AI workload-ებზე.

რას ნიშნავს ეს ბიზნესისთვის?
AI-ის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა გამოთვლით სიმძლავრეზე, მონაცემთა შენახვაზე, ენერგოეფექტურობასა და Data Center ინფრასტრუქტურის სწორ დაგეგმვაზე.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა უკვე მხოლოდ ძლიერი სერვერის არჩევას აღარ ნიშნავს — საჭიროა compute, storage, networking, cooling და security-ის ერთიანად დაგეგმვა, რათა სისტემა იყოს წარმადიც, მასშტაბირებადიც და გრძელვადიანად ეფექტიანიც.

Integra არის Hewlett Packard Enterprise-ის პარტნიორი და მომხმარებლებს სთავაზობს HPE-ზე დაფუძნებული სერვერული, მონაცემთა შენახვისა და Data Center ინფრასტრუქტურის შერჩევას, პროექტირებას, მიწოდებასა და ინტეგრაციას.

თუ გეგმავთ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას ან ახალი AI / HPC / Enterprise Compute გარემოს შექმნას, დაგვიკავშირდით — Integra-ს გუნდი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისთვის ოპტიმალური არქიტექტურის შერჩევაში.