კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი ოფიციალურად დაიწყო!

კიბერუსაფრთხოების ჰაკათონი ოფიციალურად დაიწყო! წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ყველა მონაწილეს! დიდი მადლობა ჩვენს ყველა პარტნიორს და მხარდამჭერს, რომელთა გარეშე დღევანდელი დღე ვერ შედგებოდა.
ჩვენი კიბერუსაფრთხოების ბანაკი 2025 “ეთიკური ჰაკერი” პირველი ნაკადი დაიწყო.

ჩვენი კიბერუსაფრთხოების ბანაკი 2025 “ეთიკური ჰაკერი” პირველი ნაკადი დაიწყო. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს — Integra-ს და NGS group-ს ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად ვართ ვალდებულნი შევქმნათ კიბერუსაფრთხოების პროფესიონალების თაობა. თვალყური ადევნეთ განახლებებს ჩვენი ბანაკის მონაწილეების მიღწევებისა და გამოცდილების შესახებ.
ინტეგრამ, Casino Grand Opera -ს დაკვეთით, ბათუმის ფილიალში ვიდეო-მეთვალყურეობის ცენტრალიზირებული მართვის სისტემა დანერგა.

ინტეგრამ, Casino Grand Opera -ს დაკვეთით, ბათუმის ფილიალში ვიდეო-მეთვალყურეობის ცენტრალიზირებული მართვის სისტემა დანერგა. აზარტული თამაშებისა და გართობის სფეროში კლიენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება უბრალოდ მოთხოვნა კი არ არის, ის წარმატებული ბიზნესის საკვანძო ფაქტორია. მუდმივად მზარდი საფრთხეებისა და კონკურენციის პირობებში, კაზინოებმა მაქსიმალური დაცვა და და ბიზნეს უწყვეტობა უნდა უზრუნველყონ. სწორედ ამიტომ, კომპანია ინტეგრამ შეიმუშავა და დანერგა მოცემული […]
ინტეგრა გთავაზობთ ITC-ის ჭკვიანი საკონფერენციო ოთახის გადაწყვეტილებებს.

ინტეგრა გთავაზობთ ITC-ის ჭკვიანი საკონფერენციო ოთახის გადაწყვეტილებებს. მახასიათებლები: უქაღალდო საკონფერენციო სისტემა, HD ჩაწერის სისტემა, ცენტრალური მართვა, სასცენო განათება, ვიდეოკონფერენციის სისტემა და კონტენტის მართვის სისტემა. ინტეგრას გუნდი გთავაზობთ თქვენზე მორგებული გადაწყვეტის შერჩევას, ინტეგრაციას სერთიფიცირებული ინჟინრების მეშვეობით და სამომავლო მხარდაჭერას. Info@integra.ge
Fortinet გამოფენა ბერლინში

კომპანია ინტეგრა როგორც კომპანია Fortinet-ის და ERC-ს სანდო პარტნიორი დაპატიჟებული იქნა კონფერენციაზე – „ACCELERATE 25 – ს “ რომელიც გერმანიის ქალაქ ბერლინში გაიმართა. ინტეგრა უკვე მრავალი წელია ნერგავს ფორტინეტის კომპლექსურ გადაწყვეტებს საქართველოს ფარგლებში და ახდენს მის პოპულარზირებას ლოკალურ ბაზარზე.
უსაფრთხოების სისტემების პროექტირებისა და ინტეგრაციის მენეჯერის ვაკანსია

ძირითადი მოვალეობები: მოთხოვნები კანდიდატისთვის: სამუშაო პირობები: დამატებითი პრიორიტეტები: გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@integra.ge
ბათუმის ყინულის არენა გაიხსნა!

ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე. სივრცე 1500 მაყურებელზეა გათვლილი და ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ერთ-ერთი მასპინძელია. INTEGRA-ს კვალიფიციურმა გუნდმა წარმატებით მოახდინა ბათუმის ყინულის არენის პროექტის შესრულება. დამონტაჟდა სახანძრო გახმოვანების სისტემა და პროგრამულად გაიმართა. უახლესი და საერთაშორისო დონის სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენი პროექტების უცვლელი თვისებაა!
INTEGRA წარმოგიდგენთ ინოვაციურ გადაწყვეტას

INTEGRA წარმოგიდგენთ ინოვაციურ გადაწყვეტას მშვიდი სამუშაო სივრცის მოსაწყობად ხმაურიან და ხალხმრავალ ოფისებში. WorkBooth უზრუნველყოფს მყუდრო და პროდუქტიულ გარემოს. სმარტ ტექნოლოგიებით, მობილური, ხმის იზოლაციით აღჭურვილი კაბინა ქმნის იდეალურ პირობებს კონცენტრირებისთვის, ვიდეოზარებისა და შეხვედრებისთვის. WorkBooth — კომპაქტური, მობილური და ხმაგაუმტარი კაფსულები პირადი შეხვედრებისა და ფოკუსირებული მუშაობისათვის. სადემონსტრაციო კაფსულა უკვე თბილისშია.ადგილზე ვიზიტის დასაგეგმად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: info@integra.ge
პროექტი – აგროჰაბის ფილიალი სპორტის სასახლესთან – დასრულდა

Integra-ს მორიგი პროექტი – აგროჰაბის ფილიალი სპორტის სასახლესთან წარმატებით განხორციელდა. დასრულდა მაღალი კლასის სხვადასხვა ფუნქციური სისტემების გამართვა და ავტომატიზაცია. „აგროჰაბი“ ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში არსებულ ჰიპერმარკეტებს შორის. კომპანია ყოველწლიურად აფართოებს ქსელს ყველაზე სანდო და უსაფრთხო სისტემებით აღჭურვილი ობიექტებით. Integra – ჩვენ გვჯერა, რომ ვქმნით გრძელვადიან, დაცულ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ბიზნეს-ურთიერთობებს.
INTEGRA – საერთაშორისო ტრენინგზე

INTEGRA-ს გუნდი მიწვეულია ITC Group-ის მიერ გამართულ საერთაშორისო ტრენინგზე ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში . 5 დღის მანძილზე მონაწილეებს ექნებათ საშუალება გაეცნონ კომპანიის პროდუქტებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებს სხვადასხვა ინდუსტრიებში, აიმაღლონ პროფესიული უნარები და გაზარდონ პარტნიორული თანამშრომლობის ქსელი. ITC Group-ს აქვს 30 წლიანი გამოცდილება აუდიოვიზუალური და განათების სისტემების სფეროში. მის სახელზე 1 500 000-ზე მეტი წარმატებით შესრულებული პროექტი […]