Integra-მ Hotel London 1889 & Casino-სთვის IT ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი განახორციელა

Integra-მ Hotel London 1889 & Casino-სთვის IT ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი განახორციელა

Integra-მ წარმატებით დაასრულა Hotel London 1889 & Casino-ს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა თანამედროვე სამუშაო გარემოს, სერვერული ინფრასტრუქტურის, ბეჭდვის სისტემებისა და პროფესიონალური ციფრული ეკრანების დანერგვა.

პროექტის მთავარი მიზანი იყო ობიექტის ოპერაციული პროცესების გამარტივება, სისტემების საიმედოობის გაზრდა და თანამშრომლებისთვის თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნა.

განხორციელებული სამუშაოები მოიცავდა:

• სამუშაო სადგურების განახლებას

• ცენტრალიზებული სერვერული ინფრასტრუქტურას

• ბეჭდვის სისტემებს

• პროფესიონალური კომერციული ეკრანებს

პროექტის ფარგლებში დანერგილმა სერვერულმა ინფრასტრუქტურამ მნიშვნელოვნად გაზარდა სისტემების სტაბილურობა, მონაცემთა უსაფრთხოება და ბიზნეს პროცესების უწყვეტობა.

ასევე განხორციელდა პროფესიონალური ციფრული ეკრანების ინტეგრაცია, რაც ობიექტს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად მართოს ვიზუალური კომუნიკაცია და სტუმრებს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია თანამედროვე და მიმზიდველი ფორმით.

განახლებული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ყოველდღიური ოპერაციების უფრო ეფექტურ მართვას, თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდას და ორგანიზაციის მომავალი განვითარებისათვის საჭირო ტექნოლოგიურ საფუძველს.

Hotel London 1889 & Casino-სთვის განხორციელებული პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს Integra-ს გამოცდილებას სასტუმროებისა და გასართობი ინდუსტრიისთვის თანამედროვე IT ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და დანერგვის მიმართულებით.