მოტოროლა სოლუშენსის პორტფელის ახალი წევრი HALO

მოტოროლა სოლუშენსის პორტფელის ახალი წევრი HALO

მოტოროლა სოლუშენსის პორტფელის ახალი წევრი HALO, დეტექტორები რომლებიც დააინტერესებს ისეთ ორგანიზაციებს სადაც ყოველდღიურად ბევრი ადამიანი იმყოფება და მათი უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — სკოლები, კლინიკები, სპორტული და სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და მსგავსი ადგილები. ეს არის HALO Smart Sensor — IoT მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს ოთახის უსაფრთხოებას კამერისა და მიკროფონის გარეშე.

ის აანალიზებს ჰაერისა და გარემოს მდგომარეობას, ცნობს არაერთ საშიშ მოვლენას: ვეიპისა და მარიხუანის მოწევას, აგრესიულ ქცევას, გასროლის ხმას, მოძრაობას, ქიმიურ ნივთიერებებს და თავად სენსორში ჩარევის მცდელობებს.

მოწყობილობა ინტეგრირდება არსებულ უსაფრთხოების სისტემებთან და გადასცემს განგაშის მოვლენებს რეალურ დროში, რაც აჩქარებს პერსონალის რეაგირებას.

HALO-ს მონაცემები იკრიბება ღრუბლოვან პლატფორმა HALO Cloud-ში — იქ ხელმისაწვდომია მონაცემების პანელი ყველა სენსორის მოვლენების საერთო სურათით, ინტერაქტიული რუკა რეალურ დროში და მორგებადი ანგარიშები უსაფრთხოების ღონისძიებების ეფექტურობის შესაფასებლად.