ინტეგრაში ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესში სტაბილურობასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ წარმატება მიიღწევა მაშინ, როდესაც პარტნიორობა ეფუძნება ნდობასა და ურთიერთპატივისცემას.
ზუსტად ამ მიდგომის შედეგია, რომ Integra-მ მიიღო
Hikvision Authorized Diamond Dealer Partner სერტიფიკატი – აღიარება, რომელიც ასახავს ჩვენს პროფესიონალიზმს, სანდოობასა და ძლიერ პოზიციას ბაზარზე.
დღეს ინტეგრას ენდობიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები — მცირე ბიზნესიდან მსხვილ კორპორაციებამდე. ეს ნდობა ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ პარტნიორებთან ურთიერთობა და ერთად ვაშენოთ საქართველოს სტაბილური, წარმატებული მომავალი.