ინტეგრამ, Casino Grand Opera -ს დაკვეთით, ბათუმის ფილიალში ვიდეო-მეთვალყურეობის ცენტრალიზირებული მართვის სისტემა დანერგა.
აზარტული თამაშებისა და გართობის სფეროში კლიენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება უბრალოდ მოთხოვნა კი არ არის, ის წარმატებული ბიზნესის საკვანძო ფაქტორია. მუდმივად მზარდი საფრთხეებისა და კონკურენციის პირობებში, კაზინოებმა მაქსიმალური დაცვა და და ბიზნეს უწყვეტობა უნდა უზრუნველყონ. სწორედ ამიტომ, კომპანია ინტეგრამ შეიმუშავა და დანერგა მოცემული პროექტი.
ამ პროექტის მთავარი ამოცანა წარმოადგენდა საერთო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შექმნას, რომელიც კაზინოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა კამერას ერთ ქსელში გააერთიანებდა, ამ გადაწყვეტილების დანერგვამ შესაძლებელი გახადა რეალურ დროში მოვლენების მონიტორინგი და ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება მომხდარიყო.
მოცემული პროექტი ასევე მოიცავდა შიდა ქსელის სრული კონფიგურაციას რა დროსაც ჩვენ შევქმენით ქსელის არქიტექტურა, რომელიც ახდენს მონაცემთა გადაცემას მაღალი სიჩქარით, კავშირის სტაბილურობას და პოტენციური საფრთხეებისა და გადატვირთვების მიმართ მედეგობას რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კომპანიებში.
ინტეგრას გუნდი ყოველთვის მზად არის შეიმუშაოს და დანერგოს თქვენს კომპანიაზე მორგებული პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნეს უწყვეტობას, მოქნილ და ეფექტიან სამუშაო გარემოს.
დაგვიკავშირდით: info@integra.ge