„ინტეგრას“ გუნდმა დაამთავრა კაზინო „მაქსიმუსის“ IT ინფრასტრუქტურის გამართვა.

კაზინოს მიეწოდა მაღალი ხარისხის ვიდეო-კამერები, კამერების მართვის პროფესიონალური სისტემა და UPS მოწყობილობები.კომპანია „ინტეგრა“ მოხარულია, რომ პროექტი წარმატებით დასრულდა და მომავალშიც სთავაზობს დაინტერესებულ პარტნიორებს სრულ მხარდაჭერას.
„ინტეგრა“ აგრძელებს წარმატებული პროექტების სერიას – სამორინე „Peace”

ამჯერად, სასტუმრო შერატონ ბათუმში მდებარე სამორინე „Peace“-თან შედგა ეფექტური თანამშრომლობა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დამონტაჟდა და გაიმართა:– მაღალი ხარისხის და საიმედოობის მქონე სამეთვალყურეო სისტემა;– შესაბამისი მონიტორინგის საოპერატორო ოთახი;– ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურა. სამორინე „Peace“ სტუმრებისთვის ქმნის მრავალფეროვან და სასიამოვნო გარემოს, სადაც უსაფრთხოების დაცვის სერვისი უმაღლეს დონეზეა აყვანილი.
„ინტეგრას“ გუნდმა წარმატებით დაასრულა მორიგი პროექტი – კაზინო „ივერია“

კაზინო „ივერიას“ თბილისისა და ბათუმის ფილიალებში მოეწყო:– მაღალი კლასის სამეთვალყურეო სისტემა;– მონიტორინგის საოპერაციო ოთახი;– ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურა.კაზინოების ქსელი „ივერია“ სტუმრებს სთავაზობს საერთაშორისო დონის მომსახურებას გართობის სფეროში, სადაც მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის სანდო და უსაფრთხო გარემოს შექმნა.კომპანია „ინტეგრა“ მოხარულია, რომ პროექტი შედგა და მზად არის ახალი გამოწვევებისათვის!
უნიკალური შემოთავაზება ფორტინეტზე

ქსელის უსაფრთხოების დაცვა დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენი ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას. კომპანია Fortinet წარმოადგენს ინფორმაციული რესურსების დაცვის პროგრამული და აპარატურული საშუალებების წამყვან ბრენდს. ინტეგრა, როგორც ბრენდის ოფიციალური პარტნიორი, გთავაზობთ ქსელური უსაფრთხოების სისტემების გამართვას Fortinet-ის თანამედროვე ტექნოლოგიებით.სერვისის შეძენისას საჩუქრად მიიღებთ Fortinet-ის შემსწავლელ 3 თვიან კურსს! პროგრამას გაუძღვება Fortinet certified associate სპეციალისტი — […]
მიგრაცია Vmware-დან Nutanix-ზე

ძვირფასო პარტნიორებო მოგესალმებით, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია IT სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილების და ალტერნატიული გზების შესახებ, უმეტესობას გეცოდინებათ რომ 2023 წლის 22 ნოემბერს ოფიციალურად დადასტურდა VMware – ს შესყიდვა კომპანია Broadcom-ის მიერ, რამაც შესაძლოა გაუთვალისწინებელი რისკების წინაშე დააყენოს VMware-ს არსებული მომხარებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და თქვენი ბიზნესისთვის არასასურველი ცვლილება გაუთვალისწინებელი ხარჯები ლიცენზიების ფასების ზრდის გამო. უმეტეს შემთხვევაში ბიზნესი-მოდელის […]
მემორანდუმი ინტეგრას და ააიპ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციას შორის.

2024 წლის 27 თებერვალს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია ინტეგრას და ააიპ სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციას შორის. შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს ბაზარზე უსაფრთხო ციფრული ტექნოლოგიური კულტურის განვითარებას. ამ მემორანდუმის საფუძველზე კომპანიები ითანამშრომლებენ ერთობლივ კომერციულ პროექტებში, რაც ითვალისწინებს ორგანიზაციების ბიზნეს პროცესების უწყვეტობის მართვას უახლესი IT ტექნოლოგიების და კიბერუსაფრთხოების დაცვითი მექანიზმების გამოყენებით. მხარეები ასევე ჩაატარებენ სხვა აქტივობებს, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას […]
კრიტიკული მოწყვლადობა Fortios-ში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია Fortinet-ის მომხმარებლისთვის! აღმოჩენილია კრიტიკული მოწყვლადობა Fortios-ში, რომელიც საშუალებას მისცემს არაავთენტიფიცირებულ დისტანციურ თავდამსხმელებს შეასრულოს თვითნებური კოდი ან ბრძანება სპეციალურად შექმნილ HTTP მოთხოვნების მეშვეობით. დროებითი გამოსავალი: ჩვენ გირჩევთ გამორთოთ SSL VPN. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ webmode რეჟიმის გამორთვა არ არის შეტევის თავიდან ასაცილებლად ეფექტური გზა. შენიშვნა: არსებობს პოტენციური საფრთხე, რომ ეს დაუცველობა უკვე გამოიყენება თავდამსხმელების მიერ. […]
არჩილ შენგელიას მიენიჭა Fortinet Certified Associate სერტიფიცირება!

გაიცანით არჩილ შენგელია, ჩვენი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, მას მიენიჭა Fortinet Certified Associate! ეს ღირსშესანიშნავი წარმატება არამარტო ხაზს უსვამს Fortinet-ის ტექნოლოგიებში მის ჩაღრმავებულ უნარებს, არამედ ასევე ამტკიცებს მის პროფესიონალიზმსა და განვითარებისკენ მიზანსწრაფვას. არჩილი – არამხოლოდ სპეციალისტი, ის საკუთარი საქმის პროფესიონალია, რომელიც ჩვენი კლიენტების ინფორმაციული აქტივების დაცვის გარანტია. მისი ნიჭი და შრომისმოყვარეობა კიბერუსაფრთხოების სფეროში ხარისხის ამაღლებაში გვეხმარება. ჩვენ […]
ვანიკო ბეგიაშვილს მიენიჭა Fortinet Certified Fundamentals სერტიფიცირება!

გაიცანით ვანიკო ბეგიაშვილი, ჩვენი კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, რომელმაც ახლახან გაიარა Fortinet Certified Fundamentals-ის სერტიფიცირება! ვანიკომ სრულად გაიარა სწავლება და ქსელური უსაფრთხოების სფეროში საკუთარი ცოდნა დაამტკიცა, რაც მის პროფესიონალურ განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი ნიჭიერი და საქმისთვის თავდადებული ადამიანები ჩვენს გუნდში არიან, ისინი მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ და ყოველთვის მზად არიან ჩვენი კლიენტები კიბერსაფრთხეებისგან დაიცვან. მიულოცეთ ვანიკოს […]
Happy Birthday Integra!

დღეს ჩვენთვის დიდი დღეა! ზუსტად ცხრა წლის წინ დავიწყეთ მოგზაურობა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყაროში. მას შემდეგ ინტეგრაში ყოველი დღე სავსეა ინოვაციებით, შრომისმოყვარეობით და მუდმივი სწრაფვით სრულყოფილებისკენ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენს პარტნიორებს და რა თქმა უნდა ჩვენს დამკვეთებს , რომლებიც გვანდობენ ჩვენ ყველაზე ღირებულს IT სისტემებს. თქვენი მხარდაჭერა და რწმენა ჩვენს მიმართ არის ის, […]