Integra-მ Askaneli Resorts-ის ახალი სასტუმრო კომპლექსის IT, IPTV და უსაფრთხოების სისტემები Wyndham-ის სტანდარტებით განახორციელა
კახეთში, სანავარდოში, გაიხსნა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი Askaneli Resorts, რომელიც საერთაშორისო სასტუმრო ქსელის Wyndham ბრენდით ფუნქციონირებს. სასტუმროს გახსნა პრემიერ-მინისტრმა განახორციელა, ღონისძიებას სახელმწიფოთა მეთაურებიც ესწრებოდნენ. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც კახეთისთვის, ასევე ქვეყნის ტურისტული მიმართულებისთვის, ხოლო Integra-სთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ მასში ჩვენი გუნდიც მონაწილეობდა.
სასტუმრო კომპლექსის შესახებ
Askaneli Resorts ეკუთვნის ჯგუფ Askaneli-ს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის ექსპორტიორია. ჯგუფის მიწის ფართობი სანავარდოში, საკუთარი ვენახების ჩათვლით, 400 ჰექტარია. თავად სასტუმრო კომპლექსში შედის თანამედროვე SPA ცენტრი, ავთენტური კახური სასტუმრო სახლი გასტრონომიული სივრცეებით და 45 ნომერი. მომავალში დაგეგმილია კომპლექსის გაფართოება: საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზები, ასევე საცხოვრებელი ვილები.
თანამშრომლობა Askaneli-სთან
Askaneli Integra-ს მუდმივი კლიენტია. წლებია ვთანამშრომლობთ IT და ფიზიკური უსაფრთხოების სხვადასხვა მიმართულებით, ახალი სასტუმრო კი ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა.
რა განხორციელდა ობიექტზე
ქსელური ინფრასტრუქტურა. კომუტატორები და firewall-ები, რომლებიც სასტუმროს ყველა სხვა სისტემის საფუძველია.
სასტუმროს ტელეფონია.
IPTV. ინტერაქტიული ტელევიზია სასტუმროსთვის.
Wi-Fi. წვდომის წერტილები და მართვის კონტროლერი.
ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია. მართვის პანელი, დეტექტორები და ავტომატიზაცია.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ზონების სასიგნალო სისტემა. მართვის პანელი და მოწყობილობები.
ყველა სისტემა განხორციელდა Wyndham ჯგუფის მაღალი სტანდარტების შესაბამისად.
თუ თქვენი ობიექტისთვის გჭირდებათ IT ან ფიზიკური უსაფრთხოების სისტემები, დაგვიკავშირდით, და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მათ შერჩევასა და დანერგვაში.
