ჩვენ შესახებ

1.png

ინტეგრა წარმოადგენს სისტემურ ინტეგრატორს, რომელიც ფოკუსირებულია ბიზნესების IT ინფრასტრუქტურაზე, უსაფრთხოებასა და ვიდეო-სათვალთვალო გადაწყვეტებზე. კომპანია 2015 წელს დაფუძნდა IT პროფესიონალების მიერ, რომლებიც 15 წელზე მეტია, რაც გამოცდილებას IT სერვისებში, სისტემურ დიზაინში და ინფრასტრუქტურულ მენეჯმენტში იღებენ. 2015 წლიდან ინტეგრა კომპლექსურ პროექტებს ნერგავდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სამორინეები, სავაჭრო ქსელები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სტუმართმოყვარეობის, საგანმანათლებლო და საჯარო სექტორები. ჩვენ პროექტებს სრული ციკლის გავლით ვახორციელებთ – თავდაპირველი აუდიტიდან და ბიზნეს დავალებების გაცნობიდან, სისტემურ დიზაინამდე, დანერგვამდე და შემდგომ მხარდაჭერამდე. ჩვენი ძირითადი ბიზნეს სფეროები მოიცავენ: IT ინფრასტრუქტურას, დაბალძაბვიან უსაფრთხოების სისტემებს (CCTV, ხანძრის დეტექტორი, უსაფრთხოების დეტექტორი, წვდომის კონტროლი, საჯარო ხმოვანი სისტემები და ხმოვანი ევაკუაცია), ვიდეო ინტელექტის და მართვის სისტემები (ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვიდეო ანალიტიკა და VMS პლატფორმები), გამოსახულების და კონტენტის მართვის სისტემები, კიბერუსაფრთხოება. ჩვენი მიზანია ისეთი სისტემების დანერგვა, რომლებიც მოახდენენ ჩვენი მომხმარებლების პროცესების ოპტიმიზაციას და პირდაპირ თუ ირიბად, ხელს შეუწყობენ მათ შემოსავლიანობას.

მისია


ჩვენი მისიაა თანამედროვე და თქვენ ფინანსებზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოწოდება, რომელიც ააჩქარებს ორგანიზაციის მუშაობას და ამავდროულად გააადვილებს ხელმისაწვდომობას და მენეჯმენტს. ჩვენ გვსურს მოგცეთ თქვენი ბიზნესის სრული კონტროლისა და უსაფრთხოების შეგრძნება.

ფასეულობები

ხარისხი, სრულყოფილება, ხარჯების ეფექტურობა არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული, ჩვენ ვაფასებთ პარტნიორთა ბიზნეს მიზნებს და ვუძღვნით ჩვენს პროფესიონალურ უნარებს, დროსა და გამოცდილებას, საუკეთესო შედეგების მისაღწევად

ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია უარი ვთქვათ ათასობით პროექტზე, რათა რეალურად შევძლოთ ფოკუსირება იმ რამდენიმე პროექტზე, რაც ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი და აზრიანია. ჩვენ ვავითარებთ ორგანიზაციებს, უახლესი IT ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით, რომლებიც ეხმარებიან მომხმარებელს საოპერაციო ხარჯების შემცირებაში ზრდად წარმადობასთან ერთად. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ბიზნესს შევუქმნათ გრძელვადიანი, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული გარემო.