ქსელისა და მონაცემთა უსაფრთხოება
დღევანდელი ქსელის არქიტექტურა მოითხოვს მოქნილობასა და ინოვაციას საიმისოდ რომ თანამედროვე საფრთხეს გაუმკლავდეს. საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვითა და საუკეთესო სერვისის მიწოდებით ჩვენი ქსელის მიმართულებით მომუშავე გუნდი ჩვენს კლიენტებს თავდაჯერებულობასა და უსაფრთხოების შეგრძნებას აძლევს. ინტეგრას ქსელისა და მონაცემთა უსაფრთხოების გადაწყვეტილება გთავაზობთ გასაგებ და მოქნილ უსაფრთხოებას კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად. ტექნოლოგიური გაუმჯობესებისა და ახალი სტანდარტების დანერგვით ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ბიზნესის პროდუქტიულობის ამაღლებაში.
პროგრამულად განსაზღვრული მონაცემთა ცენტრები
ვირტუალიზირებული კომპიუტერების, შემნახველისა და ქსელის სტანდარტიზირებული პლატფორმის ერთობლიობით ჩვენი პარტნიორები იღებენ ეფექტურ, უცდომილებო და ძლიერ სისტემებს, რომლებსაც მონაცემებზე წვდომა მაქსიმუმამდე აჰყავს, ამავდროულად, სთავაზობს ინტეგრირებულ გარემოში არსებული აღჭურვილობის, ენერგიისა და სივრცის მარტივ კონტროლს. ინტეგრას გამოცდილება IT ინფრასტრუქტურასა და პროგრამულად უზრუნველყოფილ ტექნოლოგიებში გვხდის სასურველ პარტნიორად ჩვენი კლიენტის ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციისთვის.