INTEGRA

ინოვაციებით შთაგონებული

"არაფერი შეიცვლება თუ არაფერი იცვლება."

მეტის გაგება

ჩვენ შესახებ

ერთი ნაბიჯით წინ

ინტეგრა წარმოადგენს სისტემის ინტეგრატორს და გადაწყვეტილებების პროვაიდერს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მისიაა ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტა უახლესი IT ინფრასტრუქტურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. IT სერვისებში, დიზაინსა და განვითარებაში, ინფრასტრუქტურის მენეჯმენტში და მმართველ სერვისებში 15 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ინტეგრა გაგიძღვებათ ორგანიზაციის ბიზნეს ტრანსფორმაციის ყველა ეტაპზე. ინტეგრა მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან, საიმისოდ რომ გამოარკვიოს ბიზნესის მთავარი მიზანი და შექმნას იმის წარმოდგენა თუ როგორ შეუძლიათ დღევანდელ ტექნოლოგიებს თქვენს ორგანიზაციაში სიახლის შემოტანა. ჩვენ ვართ სანდო, ეფექტური ინდივიდები, რომლებიც საკუთარ საქმეს სწორად აკეთებენ. ჩვენ არ ველოდებით მინიშნებებს თუ რა გავაკეთოთ, ჩვენ თვითონ ვიჩენთ ინიციატივას. 

ჩვენ უპირობოდ ვართ დამოუკიდებელი, მდიდარი სერურსის მქონე და კრეატიული გუნდი.



ჩვენი სერვისი

რას გთავაზობთ

კონსულტაცია

კონსულტაციის ფაზა იწყება თქვენი ბიზნესის მიზნების გაგებითა და ბიზნეს აპლიკაციების კრიტიკულობით, გაიცემა რჩევები ძირითადი ბიზნეს აპლიკაციების ქსელისა და უსაფრთხოების კარგად დაცული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მოცემული ფაზის განმავლობაში საგულდაგულოდ მზადდება პროექტის მონახაზი და გარკვეულია ყველა შესაძლო პრობლემის გადაწყვეტილება.


დიზაინი

დიზაინის ფაზის განმავლობაში, მუშავდება high-level დიზაინი (HLD) და გასაგები ხდება ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნილებებზე. დიზაინის შეთანხმება და დამტკიცება ხდება კლიენტის IT და უსაფრთხოების გუნდთან. ამას ხაზი ესმევა ყველა პროექტში, რადგან HLD დანერგვის საბაზისო ფორმას წარმოქმნის.


დანერგვა

ქსელისა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის დანერგვა და გამართვა ხდება განთავსებისა და ინტეგრაციის ფაზაზე. სხვა სისტემებთან ინტეგრაცია და დატესტვა იწარმოება იმაში დასარწმუნებლად რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს. ინსტალაციის შემდგომ პროექტი შედის ექსპლუატაციაში და გადის ტესტირებას, საიმისოდ რომ ყოველდღიური ოპერაციები შეესაბამებოდეს მწარმოებლურობასა და ბიზნესის მიზნებს.


მხარდაჭერა

შემდეგ მოდის ტექნიკური მომსახურებისა და მხარდაჭერის ფაზა. ის შემუშავებულია იმისთვის რომ მოქნილი გახადოს ქსელის მხარდაჭერა, რაც ამცირებს შეფერხების რისკს, აუმჯობესებს ქსელის მუშაობას და განიჭებთ სულიერ სიმშვიდეს.


გადაწყვეტილებები

ფოკუსირებული შემდეგ მიმართულებებზე 

ქსელისა და უსაფრთხოების სისტემების გადაწყვეტილებები

თანამედროვე კორპორატიული სისტემა და ქსელის უსაფრთხოების გადაწყვეტილებების დაცულობა მოითხოვს მეტ მოქნილობასა და ინოვაციას საიმისოდ რომ ფეხი აუწყოს თანამედროვე საფრთხეებს. ჩვენი კორპორატიული ქსელისა და უსაფრთხოების გუნდის ტექნიკური ექსპერტიზა და მოწინავე ტექნოლოგიების პარტნიორებთან კავშირი ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო ტექნოლოგიებითა და სერვისით უზრუნველყოფს. ინტეგრას კორპორატიული სისტემა და ქსელის უსაფრთხოების გადაწყვეტილებები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გასაგებ არქიტექტურას, რომელსაც კიბერშეტევებისგან დაცვის მიზნით გააჩნია მოქნილი საკონტროლო პუნქტები. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს მიიღონ ტექნოლოგიური მეთოდოლოგიები და კორპორატიული სტანდარტები, რომლებიც ბიზნესს პროდუქტიულობას მოუტანენ.

პროგრამულად უზრუნველყოფილი დატაცენტრები და სერვერები

ინტეგრას სიღრმე IT ინფრასტრუქტურასა და ღრუბლის ტექნოლოგიებში გვხდის სასურველ პარტნიორად ჩვენი კლიენტების ციფრული ტრანსფორმაციებისთვის. დაპატენტებულ ხელსაწყოებში, ტექნოლოგიებსა და ექსპერტიზაში, პროგრამულად უზრუნველყოფილი ტექნოლოგიების გამოცდილებაში ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიციები გარწმუნებთ რომ ჩვენ ვართ უნივერსალური მარკეტი ყველაფრისთვის, რაც IT ინფრასტრუქტურას სჭირდება.

სათვალთვალო ვიდეოკამერები (CCTV) და ფიზიკური უსაფრთხოება

შპს “ინტეგრა” წარმოადგენს ისეთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელთა მიღწევაც ამ ინდუსტრიის წარმომადგენლების ძალიან მცირე ნაწილს შეუძლია. ჩვენს ექსპერტიზას გააჩნია ახალი, IP-ზე დაფუძნებული მაღალი უსაფრთხოების მონიტორინგის გადაწყვეტილება, რომელიც ამჟამად მთელს მსოფლიოში გამოიყენება. IP ვიდეო გაძლევთ საშუალებას უზრუნველყოთ თქვენი ორგანიზაცია საუკეთესო ვიდეო გამოცდილებით, რადგან ის ახდენს სათვალთვალო ვიდეოკამერების (CCTV) სისტემის ტრანსფორმაციას, უზრუნველყოფს მას დამატებითი ფუნქციონალურობით და სისტემის ღირებულების შემცირებით, ამავდროულად აძლევს მის გამოსახულებას მოქნილობის საშუალებას, მასშტაბირებას, მწარმოებლურობასა და თავსებადობას.

 ფიზიკური უსაფრთხოება - ეს არის სხვადასხვა მიმართულების გადაწყვეტილებების ერთობლიობა; სათვალთვალო ვიდეოკამერები (CCTV), შეღწევის კონტროლი, პროგრამული ანალიტიკა, აალების დეტექტორი, სასიგნალიზაციო სისტემები და ა.შ. შპს “ინტეგრა” გთავაზობთ მსოფლიო დონის გადაწყვეტილებებს ბაზარზე არსებულ საუკეთესო მომწოდებლებს შორის. ჩვენ შეგვიძლია აღგჭურვოთ გასაგები სისტემებით, რომლებიც სრულ ფიზიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

ჩვენ გთავაზობთ


კონსულტაცია



უფასოდ

  • ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ბიზნეს მიზნების გაგებაში, გაგიზიარებთ რჩევებს ბიზნეს აპლიკაციებთან დაკავშირებით და საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნაში დაგეხმარებით. 

დიზაინი



უფასოდ

  • ჩვენ შევიმუშავებთ high-level დიზაინს (HLD), რომელიც კონკრეტულად თქვენს მოთხოვნილებებზე იქნება მორგებული. 

სატესტო მოწყობილობები



უფასოდ

  • ჩვენ გთავაზობთ სატესტო მოწყობილობებს საიმისოდ რომ თავად დარწმუნდეთ მათ ეფექტურ მუშაობაში.

ჩვენი პარტნიორები

ჩვენი კლიენტები

კონტაქტი

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00