Search
Close this search box.

კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

კიბერ უსაფრთხოების კონფერენცია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

2023 წელს, 23 დეკემბერს კომპანია ინტეგრა და მისმა დირექტორმა იგორ დოლოტოვსკიმ, როგორც ჟიურის წევრმა, მიიღო მონაწილეობა კიბერ უსაფრთხოების კონფერენციაში სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ორგანიზებული კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის მიერ. სადაც დარეგისტრირებული 40-მდე მოხსენებიდან, შეირჩა საუკეთესო 20 მოხსენება კიბერ უსაფრთხოებაში არსებულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების პრობლემებზე

კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენელები.

ჟიურის წევრებმა საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომის ნომინაციაში 2 გამარჯვებული გამოავლინეს:

▫️ ზურა ქევანიშვილი – „სამართლიანი თამაშის დარღვევის გამოვლენა ჭადრაკში ნერვული ქსელების გამოყენებით“;
▫️ გიორგი თომაძე (გუნდის წევრები: მიხეილ ყურაშვილი, ილია ლომიძე) – „რადიო ტექნოლოგიის ბნელი მხარე“

გამარჯვებულებს გადაეცათ კავკასიის უნივერსიტეტის საჩუქარი და კომპანია INTEGRA_ს მიერ შერჩეული სპეციალური პრიზი. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ka_GEGeorgian