Search
Close this search box.

ჩვენ შესახებ

adv_it_ug_cert_2x_1x

შპს “ინტეგრა” დაარსდა 2015 წელს IT პროფესიონალების მიერ და ორიენტირებულია ბიზნეს პრობლემების ციფრულ გადაწყვეტილებაში ტრანფორმაციაზე. ჩვენი მიზანია მომხმარებელთა განვითარება ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით. კომპანიის საქმიანობის მთავარი სფეროები მოიცავენ კომპიუტერულ ინფრასტრუქტურას, ქსელისა და მონაცემთა უსაფრთხოებას, ვიდეო მონიტორინგს და ანალიტიკას. აიტი სერვისებში, დიზაინში და ინფრასტრუქტურულ მენეჯმენტში 15 წლიანი გამოცდილების საფუძველზე ინტეგრა გაგიძღვებათ ორგანიზაციის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ყველა ეტაპზე.

 

მისია


ჩვენი მისიაა თანამედროვე და თქვენ ფინანსებზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების მოწოდება, რომელიც ააჩქარებს ორგანიზაციის მუშაობას და ამავდროულად გააადვილებს ხელმისაწვდომობას და მენეჯმენტს. ჩვენ გვსურს მოგცეთ თქვენი ბიზნესის სრული კონტროლისა და უსაფრთხოების შეგრძნება.

 

ფასეულობები

ხარისხი, სრულყოფილება, ხარჯების ეფექტურობა არის ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ღირებულია. როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული, ჩვენ ვაფასებთ პარტნიორთა ბიზნეს მიზნებს და ვუძღვნით ჩვენს პროფესიონალურ უნარებს, დროსა და გამოცდილებას, საუკეთესო შედეგების მისაღწევად

ხედვა

ჩვენ გვჯერა რომ შესაძლებელია ათასობით პროექტზე უარის თქმა რათა რეალურად ვფუკუსირდეთ იმ მცირეოდენზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და არსებითია ჩვენთვის. ჩვენ ვავითარებთ ორგანიზაციებს უახლესი IT ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, რაც ჩვენ მომხმარებელს ფინანსების დაზოგვაში და ამავდროულად სამუშაო წარმადობის ამაღლებაში ეხმარება. ჩვენ გვჯერა რომ შეგვიძლია თქვენს ბიზნესს გრძელვადიანი, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული გარემო შევუქმნათ.

ka_GEGeorgian