Search
Close this search box.

გადაწყვეტები

ორიენტირებული შემდეგ სფეროებზე

IT ინფრასტრუქტურა

ჩვენ გთავაზობთ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს, რათა დავეხმაროთ ბიზნეს ციფრულ ეპოქაში განვითარებაში.ჩვენი სერტიფიცირებული
ექსპერტების გუნდი სპეციალიზირებულია სადენიანი და უსადენო ქსელის დიზაინში,
სერვერისა და შენახვის განლაგებაში, ვირტუალიზაციაში, ჰიპერკონვერგენციის
გადაწყვეტილებებში, კიბერუსაფრთხოებაში, საკომუნიკაციო სისტემებში,
პერსონალური გამოთვლითი სისტემებში, პერიფერიაში და ვიდეო კედლებში. ჩვენ
გვესმის რო ტექნოლოგია არის თქვენი ბიზნესის ხელხემალი, რის გამოც ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ გადაწყვეტილებები თქვენი უნიკალური საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად. ჩვენი სერვისები შექმნილია თქვენი IT ინფრასტრუქტურის
უსაფრთხოების, ეფექტურობისა და მაშტაბურობის გასაძლიერებლად, ასე რომ თქვენ
შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენი ბიზნესის განვითარებაზე.

კომერციული შენობების სისტემები

ჩვენი კომერციული შენობების სისტემების განყოფილება სპეციალიზირებულია
კომერციული შენობებისთვის უსაფრთხოებისა და ავტომატიზაციის ინტეგრირებული გადაწყვეტილებების დანერგვაში და დიზაინში. ჩვენ გთავაზობთ სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც მოიცავს CCTV მონიტორინგს, შეჭრის აღმოჩენის სისტემებს, წვდომის კონტროლს, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს, ხმოვანი სიგნალიზაციის სისტემებს და შენობის ავტომატიზირებულ მართვის სისტემებს. მაღალი ხარისხის უსაფრთხოების სისტემები უზრუნველყოფს სიმშვიდეს და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი მომხმარებლები და აქტივები უსაფრთხოდ არიან. უსაფრთხოება არის აუცილებელი ხარჯი.

ჩვენი ექსპერტები იყენებენ უახლოეს ტექნოლოგიას შენობის სისტემის
ავტომატიზაციისთვის, რაც არა მხოლოდ ხელს უწყობს ენერგიის ხარჯების შემცირებას, არამედ ქმნის უფრო კომფორტულ და პროდუქტიულ გარემოს შენობის მაცხოვრებლებისთვის.

ვიდეო მენეჯმენტი

ჩვენი ვიდეო მენეჯმენტისა და ანალიტიკის გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს
მძლავრ შესაძლებლობებს, რაც დაეხმარება ბიზნეს სათვალთვალო კადრებიდან
ღირებული ინფორმაციის მოპოვებაში. ჩვენი ვიდეო ანალიტიკის გადაწყვეტილებები
შეიძლება დაეხმაროს ბიზნესს ტენდენციების იდენტიფიცირებაში, ანომალიების
აღმოჩენაში და მომხმარებლის ქცევისა და ტრაფიკის მოძრაობის შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ მასშტაბურ, საიმედო და უსაფრთხო გადაწყვეტილებებს, რომლებიც
დაეხმარებიან ბიზნეს დაიცვან უსაფრთხოების ზომები და პროაქტიულად გადაჭრას
პოტენციური პრობლემები. ითანამშრომლეთ ჩვენთან თქვენი ვიდეოსათვალთვალო
სისტემის ოპტიმიზაციისთის , ვიდეოს მართვის და ანალიტიკის ყოვლისმომცვლელი
გადაწყვეტილებების უპირატესობის გამოცდილებისთვის.

მართვადი სერვისები

ტექნოლოგიურ ექსპერტად გახდომა არ არის თქვენი ბიზნესი - ეს ჩვენია!
მართვადი სერვისები ატარებენ პროაქტიულ მიდგომას სისტემების შეუფერხებლად მუშაობის შესანარჩუნებლად, რათა თქვენმა ბიზნესმა შეძლოს გააკეთოს ის რასაც აკეთებს საუკეთესოდ, გონივრულ ფასად.
ჩვენ გვაქვს მართვადი სერვისების 3 პაკეტი ყოველთიური გადასახადით, რაც თქვენ IT ხარჯებს პროგნოზირებადს გახდის: ტექნიკური მომსახურება, მართვადი სისტემები დისტანციურად და მართვადი სერვისი ადგილზე მომსახურებით.
ჩვენი მომსახურების ყველა პაკეტი მოიცავს სტრატეგიული ტექნოლოგიების დაგეგმვის სერვის. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით და ვინახავთ ტექნოლოგიურ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის ციფრულ გარდაქმაში.

ka_GEGeorgian